მომზადება:
1 კგ ბადრიჯანი გაჭერით სიგრძეზე, ისე, რომ ერთმანეთს არ დააცილოთ. მოაყარეთ მარილი, გააჩერეთ 2 სთ.
შემდეგ გადაავლეთ წყალი,გაწურეთ და შეწვით ზეთში.
მოშუშეთ ზეთში 2 ც ხახვი, 2 ც გაფცქვნილი პამიდორი. დაუმატეთ 70 გრ დანაყილი ნიგოზი, 3 კბილი
ნიორი, წიწაკა, ქინძი, რეჰანი,ზაფრანა, დანაყილი ოხრახუში, 1 ს.კ ძმარი, მარილი გემოვნებით. ეს ფარში
მოათავს3თ სათითაოდ შემწვარ ბადრიჯანში, დადეთ ღრმა ლამბაქზე, მოასხით ბაჟე,რომელიც შემდეგნაირად
მზადდება: 1 ჭიქა ანადუღარ წყალში გახსენით 70 გრ დანაყილი ნიორი, წიწაკა, მარილი,ძმარი. თავზე
მოაყარეთ ალყა-ალყა დაჭრილი ახვი, ბროწეულის მარცვლები და მოასხით ნიგვზის ზეთი .
ბრინჯი ბულგარული წიწაკით |
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი