აჩმის სუპერ რეცეპტი

მომზადება:

მოზრდილ ქვაბში ჩაასხით ბევრი წყალი, ჩაყარეთ შიგ ცოტა მარილი და აადუღეთ.

300 გრ წყალში ათქვიფეთ 4 ცკვერცხი, დაუმატეთ მარილი, შეაზილეთ იმდენი ფქვილი,რომ მიიღოთ ზომიერი

ცომი. გაყავით ცომი 10 ნაწილად, გააბრტყელეთ აჩმას ყალიბის ზომაზე. თითოეული ცალ-ცალკე ჩადეთ

მდუღარე წყალში, როცა ფერს შეიცვლის  ამოიღეთ ქაფქირით და გადაიტანეთ ცივ წყალში, გაწურეთ და დააფინეთ

ყალიბზე, მოასხით გამდნარი კარაქი, კარაქი მოასხით ყველა ფენაზე.

ყოველი 3 ფენის შემდეგ მოაყარეთ გახეხილი ყველი, ზედა ფენას უნდა იყოს ყველაზე დიდი , რადგან

ის ოთხივე მხარეს უნდა შემოიკეცოს. გააჩერეთ 15 წთ.

დაჭერით ოთკუთხა ნაჭრებად და შედგით ღუმელში საშუალო ცეცხლზე. სულ საჭიროა 1.5 კგ ყველი და

500 გრ კარაქი.

აჩმის სუპერ რეცეპტი

4.3 (86%) 10 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

აფხაზურა