ხაჭოს პასკა

შემადგენლობა:

მომზადება:

ქიშმიშ დავასხათ მდუღარე წყალი, გავაჩეროთ 20 წთ და გადავწუროთ. კარგად შევაშროთ. ხაჭო საცერზე

გავატაროთ, დავუმატოთ კვერცხის გულები, არაჟანი, შაქარი, ვანილის შაქარი და  კარგად ავთქვიფოთ,

სანამ ერთგვაროვანი მასა გადება. ხაჭოს მასას შევათქვიფოთ ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული

კარაქი ერთგვაროვნებამდე. მასა გადავიტანოთ სქელძირიან ქვაბში და დაბალ ცეცხლზე დავდგათ.

თავიდან მასა გათხელდება. მასა გამუდმებით ვურიოთ. როდესაც მოდუღებამდე მივა და პირველი

ბუშტუკები აუჩნდება, გადმოვდგათ ცეცხლიდან. ხაჭოს მასა გადავიტანოთ თასში, გავაგრილოთ და

1-2 საათით მაცივარში შევდგათ, კარგად რომ გაცივდეს. გაციებულ პასქის მასას დავუმატოთ ქიშმიში,

ცუკატები და თხილეული. პასქის ფორმაში ჩავაფინოთ ორმაგი დოლბანდი, ჩავდოთ ხაჭოს მასა და

დავადოთ წნეხი. შევდგათ მაცივარში მინიმუმ 12 საათით. მზა პასკა ფრთხილად გადმოვიღოთ

ფორმიდან და ცუკატებით მოვრთოთ. თუ პასკის ფორმა არ გვაქვს, შეგვიძლია წვრილნაჩვრეტებიანი

საწური ან ყვავილების ქოთანი გამოვიყენოთ.

ხაჭოს პასკა

4 (80%) 4 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

შოკოლადის ბურთულები