ჭვავის პური

შემადგენლობა:

მომზადება:

ჭვავის და ფქვილის პროპორცია შეგვიძლია შევცვალოთ : ფქვილი შევამციროთ და იმავე რაოდენობით ჭვავი გავზარდოთ. ყველა მშრალი ინგრედიენტი მოვათავსოთ ჯამში და ავურიოთ.

დავასხათ თბილი წყალი და მოვზილოთ ცომი. წყლის რაოდენობა შესაძლოა ოდნავ მეტი ან ნაკლები დაგვჭირდეს, მაგრამ ცომი ძალიან რბილი და ფაფუკი არ უნდა იყოს.

კარგად მოვზილოთ , რომ ხელებზე და ჯამის კიდეებზე აღარ ეკრობოდეს. გადავფაროთ და დავდგათ ასაფუებლად.

აფუებული ცომი გადავზილოთ, ცოტა გავაბრტყელოთ, რულეტივით გადავახვიოთ. მართკუთხა ფორმაში ჩავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი და ჩავდოთ ცომი. კვლავ გადავაფაროთ და ვაცალოთ ხელახლა ამოფუება.

ღუმელი გავახუროთ 240 გრადუსზე. შევდოთ პური და ცოტა წყალი შევასხუროთ. მაშინვე მივხუროთ კარი.

ვაცხოთ ასე დაახლოებით 20 წუთი, შემდეგ დავუწიოთ 170 გრადუსამდე და კიდევ 15-20 წუთი ვაცხოთ.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

სოკოს ბლითები





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი