ჩრდილოური ემპანადები

მასალა :

გულსართი:

ცომი:

მომზადების წესი:

ხორცი გარეცხეთ და ძარღვებისგან გაათავისუფლეთ. ჯერ თხელ ნაჭრებად, შემდეგ სიგრძეზე – წვრილ ზოლებად, ბოლოს კი პატარა ოთხკუთხედებად დაჭერით. ადუღებული ცხელი წყალი მინის ჭურჭელში ჩაასხით, შიგ ჩაყარეთ დაჭრილი ხორცი და 2 წთ-ის განმავლობაში დატოვეთ. წყალი დროულად გადაწურეთ რათა არ ჩაითუთქოს და სირბილე შეინარჩუნოს. გადაიტანეთ სუფთა თასში და გაციებას დაელოდეთ.

ხორცს დაასხით ძმარი, მოაყარეთ ძირა, დაფქული ცხარე ჩილი, ყველაფერი აურიეთ და დატოვეთ. შეგიძლიათ პილპილიც დაუმატოთ.

ქვაბში ნელ ცეცხლზე დაადნეთ ქონი. ცხიმში მოთუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი. ქვაბი ცეცხლიდან გადადგით, დაუმატეთ დაფქული ტკბილი წიწაკა და 1, ½ ჩაის კოვზი მარილი.

მოთუშული ხახვი თასში გადაიტანეთ და მაცივარში შედგით.

მოხარშული კვერცხი გაფცქვენით, მსხვილად დაჭერით და გადადეთ.

თასში ჩაყარეთ ქიშმიში, დაასხით მდუღარე წყალი და გააჩერეთ, რომ კარგად გაფუვდეს. შემდეგ გადაწურეთ და გადადგით.

მაგიდაზე დაყარეთ ფქვილი, ჩაღრმავებულ შუაგულში ჩაასხით გამდნარი ქონი და მოზილეთ, ნელ-ნელა უმატეთ თბილი მარილიანი წყალი.

ცომი მოზილეთ მანამ, სანამ რბილ და ელასტიურ მასას არ მიიღებთ. მომზადებულ ცომს სამზარეულოს ტილო გადააფარეთ და ნახევარი საათი გააჩერეთ. ცომი დაახლოებით კვერცხის ზომის ბურთულებად დაყავით. სათითაულოდ გააბრტყელეთ მრგვალად, დაახლოებით 2 მმ სისქეზე.

თითეულ გაბრტყელებულ ფირფიტაზე ერთი სადილის კოვზი შენელებული ფარში მოათავსეთ. ფარშს თითო კოვზი მაცივრიდან გამოღებული მოშუშული ხახვიც დაუმატეთ. ასევე, დაუმატეთ ცოტა მოხარშული, დაჭრილი კვერცხი და ქიშმიში. ცომის ფირფიტის კიდეებს ფუნჯით წაუსვით წყალი. ფირფიტები გადაკეცეთ და შეკარით. დააწყვეთ ცხიმწასმულ საცხობ ფურცელზე და ზემოდან ფუნჯით გადაუსვით ათქვეფილი კვერცხის გული. გამოაცხვეთ წინასწარ კარგად გაცხელებულ ღუმელში შეწითლებამდე (დაახლოებით 7-8 წთ-ის განმავლობაში). სასურველია კერძი მიირთვათ ცხელი.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

ჩიჟი-ბიჟი





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი