შემწვარი გოჭი ბრინჯის შიგთავსით

მომზადება:

კარგად გასუფთავებულ გოჭს ამოვაცალოთ შიგნეული, კარგად გავრეცხოთ და ჩავყაროთ მდუღარეში, როცა

მოიხარშება,ამოვიღოთ, დავჭრათ ძალიან წვრილად, დავაყაროთ მარილი,შავი პილპილი. მოვხრაკოთ ზეთში.

ცალკე მოვხარშოთ მარილწყალში ბრინჯი და შევურიოთ მოხრაკულ შიგნეულს. შევაზავოთ მწვანილით ( ოხრახუში,

ქინძი, კამა), ყვითელი ყვავილით, მოვათავსოთ გოჭის მუცლის ღრუში, გავკეროთ და წამოვაგოთ შამფურზე.

თავი და ფეხები დავამაგროთ კანაფით და შევწვათ ნაკვერჩხალზე.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

კვერცხის კატლეტი





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი