ქლიავის ნამცხვარი ნუშით

შემადგენლობა:

მომზადება:

  1. გარეცხეთ ქლიავი, დაჭერით შუაზე და გამოაცალეთ კურკა. ქლიავის ნახევრები შუაზე გასერეთ.
  2. 100 გ ნუში უცხიმოდ მოხალეთ ტაფაზე. გაადნეთ კარაქი. აურიეთ ერთმანეთს შაქრის ნახევარი და დარიჩინი. ნუშის გალეტი ცელოფნის პარკში მოათავსეთ და ცომის საბრტყელებით უხეშად დაფხვენით. გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსამდე.
  3. ფორმას წასუვით კარაქი და ძირზე მოაყარეთ ჯერ გალეტის ნაფხვენების ნახევარი, შედეგ ნუშის ნახევარი, დარიჩინი შაქრის ნახევარი და მოასხით კარაქის ნახევარი.
  4. ზემოდან კრამიტისებურად მოაწყვეთ ქლიავის ნახევარი და მოაყარეთ დარჩენილი გალეტის ნაფხვენები, ნუშის მეორე ნახევარი და დარიჩინიანი შაქრის მეორე ნახევარი, მოახით კარაქის მეორე ნახევარი და კვლავ მოაწყვეთ დარჩენილი ქლიავი.
  5. არაჟანს შეურიეთ 3 ს.კ შაქარი, ლიმონის ცედრა, კვერცხი და 2 მწიკვი მარილი. მიღებული  მასა გაანაწილეთ ნამცხვარზე და აცხვეთ 1 სთ.
  6. დარჩენილი ნუში მოათავსეთ ცხელ ტაფაზე, შეურიეთ შაქარი და ცოტაოდენი წყალი. თან მუდმივად ურიეთ, სანამ ნუში გამდნარი შაქრის კარამელით არ დაიფარება.
  7. მზა ნამცხვრზე გაანაწილეთ ნუში და 15 წთ მძიმე თეფში დაადეთ. გააცივეთ ფორმაში . ამ ნამცხვარს ძალიან უცხდება ათქქვეფილი  ნაღები .

 

 

 

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

ბეზეს ტორტი





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი