ფარშირებული ჩილი

შემადგენლობა:

მომზადება:

გაზქურის ცეცხლზე ან ერღუმელში 180 გრადუსზე შეწვით მთელ-მთელი ჩილი. როდესაც წიწაკის კანი გაშავდება, უკვე მზადაა.შემწვარი ჩილი საშრობ ქაღალდზე მოათავსეთ, რომ ოდნავ შეშრეს და კანი უკეთ გადასძვრეს. კანი გააცალეთ. გრძლად ჩაჭერით, რომ თესლები გამოაცალოდ. ეს ფრთხილად გააკეთეთ, რომ წიწაკის რბილობი არ დაუზიანდეს.თითოეულ წიწაკაში ჩადეთ ყველის გულსართი (ყველის ნაჭრები 6 სმ სიგრძეზე უნდა იყოს დაჭრილი).თასში ჩაყარეთ 100 გრ ფქვილი და შიგ ამოავლეთ ფარშირებული ჩილი. დროებით გადადეთ.ცალ-ცალკე თასში მოათავსეთ კვერცხის ცილა და გული.გათეთრებამდე ათქვიფეთ კვერცხის ცილა და სიმყარისთვის მწიკვი მარილი დაუმატეთ. ცალკე გათქვიფეთ კვერცხის გული.გათქვეფილი კვერცხის გული დაუმატეთ ათქვეფილ ცილას და კოვზის ნელი მოძრაობით შეურიეთ ერთმანეთს.ფქვილმოყრილი ფარშირებული ჩილი ყველა მხირდან ამოავლეთ კვერცხში.ტაფაზე უხვად მოასხით მცენარეული ზეთი, 180 გრადუსამდე გააცხელეთ და ფარშირებული ჩილი შეწითლებამდე შეწვით.შემდეგ ტაფა გადადგით და შემწვარი ჩილი საშრობ ქაღალდზე გადაიტანეთ, რომ ზედმეტი ცხიმისგან დაიწრიტოს.შემწვარი, ფარშირებული წიწაკა სუფრაზე ცხელი უნდა მიიტანოოთ, გარნირად კი ბრინჯი ან ნებისმიერი სხვა კერძი გამოდგება.

შეაფასეთ გვერდი







ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი