ფელამუში

მომზადება:

ახლადდაწურული თეთრი ყურძნის ტკბილი ჩავასხათ დიდ ქვაბში და ავადუღოთ. დუღილის დროს მოყენებული

ქაფი მაშინვე მოვხადოთ და ვადუღოთ, სანამ ტკბილი არ შეწითლდება და არ განახევრდება.

ბადაგი გადმოვდგათ ცეცხლიდან. მეორე დღეს გავწუროთ საცერში, დავდგათ ცეცხზე და, როცა შეთბება,

გადმოვდგათ ცეცხლიდან, ნელ-ნელა ჩავყაროთ წმინდად გაცრილი პურის ფქვილი ან სიმინდის ფქვილი, თან

განუწყვეტლივ ვურიოთ. როცა ფქვილს სულ ჩავყრით და კარგად გავხსნით, შევდგათ ისე ცეცხლზე, ნელ-ნელა

ვადუღოთ და თან კოვზით განუწყვეტლივ ვურიოთ, რომ ძირზე არ მიიწვას. ცოტა რომ შესქელდება,კიდევ

კარგად დავზილოთ. როცა მის ზედაპირზე გაჩნდება თეთრი ბუშტუკები, ფელამუში მზად  იქნება.

ასეთი ფელამუშით შეიძლება  გაკეთდეს ჩურჩხელა.

ფელამუში

4 (80%) 3 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

ნუგა მანდარინით





ამ რეცეპტს აქვს 1 კომენტარი

  1. tamunia1 says:

    ძალიან მიყვარს ფელამუში

დატოვეთ კომენტარი