ინდაურის საცივი

შემადგენლობა:

მომზადება:

გასუფთავებული, გარეცხილი ფრინველი ქვაბში მოვათავსოთ, დავასხათ წყალი, დავდგათ ცეცხლზე და

ნახევრად მოვხარშოთ. მერე ამოვიღოთ წვენიდან, დავდოთ თუნუქის ფურცელზე და შევდგათ

აირღუმელში შესაწვავად.  ბულიონს მოვხადოთ ცხიმი და მასში მოვშუშოთ ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული

ხახვი. შუშვის დროს დავამატოთ ბულიონიდან მოხდილი ცხიმი და  თან ვურიოთ, რომ არ დაიწვას. როცა

ოდნავ ვარდისფერი მიიღებს, ჩავასხათ ბულიონში. ნიგოზი ხორცსაკეპ მანქანაში ორჯერ გავატაროთ.

ყვითელი ყვავილი( ზაფრანა) კარგად დავნაყოთ მარილთან ერთად,  ჩავანაყოთ ნიორი, ავურიოთ ნიგოზში

და ხელით ვსრისოთ, სანამ საკმაო რაოდენობის ზეთს არ გამოვხდით. ცალკე დავნაყოთ ნიგოზთან ერთად

უცხო სუნელი, დარიჩინი, მიკახი, ქინძის მარცვლები, წიწაკა. ყველაფერი ეს გავხსნათ თბილ ბულიონში, კარგად

მოვურიოთ, გავატაროთ საცერში და დავდგათ ნელ ცეცხლზე მოსახარშად.

2 კვერცხის გული გავხსნათ 1 ს.კ ძმარში და, როცა საცივი თითქმის მზად იქნება, ნელა ჩავასხათ და თან სულ

ვურიოთ, რომ არ აგვეჭრას. ადუღებამდე ჩავაწყოთ შიგ ნაჭრებად დაჭრილი შემწვარი ინდაური და

წამოდუღებისთანავე გადმოვდგათ ცეცხლიდან. როცა მზად იქნება, საცივი ამოვიღოთ ლანგარზე და სუფრაზე

მიტანის წინ მოვასხათ ნიგვზიდან გამოხდილი ზეთი.

ინდაურის საცივი

4.4 (87.5%) 8 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

ჩაქაფული





ამ რეცეპტს აქვს 3 კომენტარი

  1. maia stefanishvili says:

    აუცილებლად ამ რეცეფტით გავაკეთებ საცივს……..

  2. სახელი*ნელი says:

    კვერცხი არ უნდა ხახვტან მოშუშეტ 2 ს.კ პქვილი

დატოვეთ კომენტარი