ტარხუნის ღვეზელი

მომზადება:

ათქვიფეთ 10 გ კარაქი, 2 კვერცხი,1 ს.კ შაქარი. დაუმატეთ 200 გ არაჟანი, 500 გ მაწონი, 1 ½ ჩ.კ სოდა ძმრით, ცოტა მარილი, 3 ჩ.ჭ ფქვილი და მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი. წვრილად დაჭერით 300 გ ტარხუნა, 150 გ მწვანე ხახვი და 6-7 მაგრად მოხარშული კვერცხი. მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით, მოასხით 150 გ გამდნარი კარაქი და კარგად აურიეთ. ცომი შუაში გაყავით და გააბრტყელეთ. ერთი ნახევარი დაააფინეთ ფქვილმოყრილ საცხობ ფირფიტაზე, ზემოდან გაანაწილეთ ტარხუნიანი მასა და დააფარეთ ცომის მეორე ნახევარი, კიდეებთან შეაერთეთ, გაადაუსვით ათქვეფილი კვერცხის გული და აცხვეთ 30-40 წთ.

ტარხუნის ღვეზელი

4.1 (82.5%) 8 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

პიცა





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი