სამარხვო ღვეზელი ვაშლით

შემადგენლობა:

მომზადება:

მარგარინს ვხეხავთ,  ვუმატებთ 5 ს.კ წყალს. ზედ ვაყრით 4-5 ჭიქა ფქვილს, რომ მაგარი ცომი გამოვიდეს. ცალკე ვიღებთ 1 ჭიქა შაქარს, ნახევარ ჭიქა ფქვილს და ვანილს. ვურევთ ერთმანეთში. აგრეთვე ცალკე ვიღებთ ქიშმიშს, დაჭრილ და მოხალულ ნიგოზს ( თითო ჭიქას). გამზადებულ  ცომს გავყოფთ ორად. ერთი ნაწილი უფრო მეტი იყოს, მეორე უფრო პატარა. პატარას ტაფაზე გავაბრტყელებთ. მოვაყრით შაქარს, ფქვილს და ვანილს. ნაწილს შევინახავთ. ვიღებთ რვა-ათ ცალ ვაშლს, გავთლით, გავყოფთ შუაზე  და დავაწყოთ ცომზე. ვაშლი უნდა  ცოტა რბილი და მშარალი, არა წვნიანი. შემდეგ ზევიდან დარჩენილ შაქარს, ფქვილს და ვანილს მოვაყრით. შემდეგ ზევიდან დაჭრილ ქიშმიშს და ნიგოზს ჩავყრით ცარიელ ადგილებში ვაშლებს შორის. დარჩენილ დიდ ცომის გუნდას გავაბრტყელებთ და ზევიდან დავაფარებთ. ხელით დავყოთ, კვალი გავაკეთოთ ვაშლებს შორის, რომ უფრო კარგად შეიწვას და არ გააუშვას წვენი. უკვე გამომცხვარს პუდრა მოვაყაროთ.(ზედა ნაწილი თუ შეფერილია ესეიგი მზად არის)

სამარხვო ღვეზელი ვაშლით

1 (20%) 1 vote[s]







ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი