საზამთროს მურაბა

შემადგენლობა:

მომზადება:

საზამთრო გაჭერით, რაც წითელი გული აქვს ამოჭერით. აგრეთვე გარეთა ქერქიც შემოაფცქვენით,პატარ-პატარად დაჭერით.

მერე 2 ან 3 საათს წყალში ჩაყარეთ, შემდეგ კარგად გარეცხეთ. მოადუღეთ შაქარ-წყალი, ამაში ჩაყარეთ და რამდენჯერმე

წამოდუღეთ. მერე ამოიღეთ, გააციეთ, აწონეთ. რამდენსაც იწონის იმდენი შაქარი უნდა ჩააყაროთ. ჭიქა შაქარზე ჭიქა წყალი

დაასხით.როცა ადუღდება,ქერქი შიგ ჩაყარეთ, ხარშეთ, მანამ გულში კარგად არ გაუჯდება და ქარვასავით არ გახდება.

თუ წვენი დაშრება, შაქარწყალი ცალკე წამოადუღეთ,ზედ დაასხით ერთი ს.კ დანაყილი დარიჩინი. ხარშვას რომ

მორჩება,გადმოიღეთ,ცოტათი რომ შეცივდება, ქერქები ამოიღეთ, წვენი გაწურეთ, ქილაში ჩააწყვეთ,

წვენი დაასხით და ისე შეინახეთ.

საზამთროს მურაბა

3.5 (69.41%) 34 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

ლიმონის მურაბა





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი