კვერცხი ნიგვზით

შემადგენლობა:

მომზადება: 

კვერცხი კარგად გავთქვიფოთ, ავურიოთ შიგ დანაყილი ნიგოზი,ზეთში მოშუშული წვრილად

დაჭრილი  ხახვი, მარილი, წიწაკა, ბროწეულის მარცვლები და კოვზით ფრთხილად ავურიოთ ისე,

რომ მარცვლები არ დაიჭყლიტოს. მომზადებული მასალა დავდოთ ზეთწასმულ ცხელ ტაფაზე და შევწვათ.

კვერცხი ნიგვზით

2 (40%) 1 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

ომლეტი ლორით და ყველით





ამ რეცეპტს აქვს 3 კომენტარი

  1. სახელი*ნესტანი says:

    გამარჯობათ, მე სხვანაირად ვიცი ეს კერძი, დედაჩემი აკეთებდა ძალიან ხშირად.
    გეტყვით ჩემ ვარიანტს: 10 ცალი კვერცხი გავთქვიფოთ, ცალკე ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ 1 ჭიქა ნიგოზი, 1 კონა ქინძი, 2-3 კბილი ნიორი ,წითელი წიწაკა და კარგად გავხსნათ ათქვეფილ კვერცხში. ტაფა კარგად გავაცხელოთ და გავადნოთ კარაქი და არა ზეთი, კარაქი გვედებზეც უნდა წავუსვათ, ვინაიდან ამოდის როგორც ტორტი. ვაცხობთ ძალიან დაბალ ცეცხლზე თვდახურულ ღრმა ტაფაზე.აუცილებლად უნდა გადმოვაბრუნოთ მერე თავზე დახურვა არ უნდა. ძალიან უხდება ღომი და ტყემლის საწებელი.
    მიირთვით გემრიელად!

  2. თამუთა says:

    მე სუნელები გავუკეთე, ყვითელი, ქინძი და უცხო სუნელი, ძალიან მოუხდა უგემრიელესია

დატოვეთ კომენტარი