ნიგვზიანი ბადრიჯანი

შემადგენლობა:

მომზადება:

ნიგოზი და ნიორიერთად გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. მოათავსეთ ჯამში და ჩაუმატეთ სუნელები, მარილი, ძმარი და წყალი. ნიგვზიანი საკმაზის მისაღებად, შეურიეთ ეს ყველაფერი ერთმანეთს.

გარეცხილი ბადრიჯანი დაჭერით სიგრძეზე, თითოეული 4-5 ცალ ბრტყელ ნაჭრად. მოასხით ზეთი ტაფას და შეწვით ისინი ორივე მხრიდან, საშუალო ცეცხლზე.

დაალაგეთ შემწვარი ბადრიჯნები სამზარეულოს ქაღალდის ხელსახოცზე, რათა დაიწრიტოს. თითოეულ ნაჭერს თანაბრად წაუსვით ნიგვზიანი მასა და გადაკეცეთ შუაზე. გადაუსვით დარჩენილი ნიგვზის მასა ბადრიჯნებს ზემოდან.

დაალაგეთ თეფშზე და სურვილისამებრ გააფორმეთ მწვანილითა თუ ბროწეულის მარცვლებით.

 

ნიგვზიანი ბადრიჯანი

4 (80%) 7 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

მაკარონის და ლორის სალათი





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი