კამა პამიდვრით

კამა პამიდვრით

საუცხოო რეცეპტი ახლის მოყვარულთათვის!

ინგრედიენტები:

დიდი კამა – 2 ც.

ბოსტნეულის ნახარში – 1/2 ჩ.ჭ.

პამიდორი – 2 ც.

მწვანე ხახვი – 20 გ.

მდოგვი – 1 ჩ.კ.

კარაქი – 1 ს.კ.

კვერცხის გული – 1 ც.

დაფხვნილი ორცხობილა – 1 ს.კ.

ნაღები – 1/3 ჩ.ჭ.

პილპილი და მარილი გემოვნებით

მწვანილი მოსართავად

 

მომზადების წესი:

გაასუფთავეთ დიდი კამა და გაჭერით შუაზე, მოაყარეთ პილპილი და მარილი, დაასხით ბოსტნეულის ნახარში და ადუღეთ 7 წთ. პამიდორს გადაავლეთ მდუღარე წყალი, გააცალეთ კანი და დაჭერით კუბიკებად. მწვანე ხახვი დაჭერით რგოლებად. სოუსისთვის ერთმანეთს შეურიეთ მდოგვი, გამდნარი კარაქი, კვერცხის გული, დაფხვნილი ორცხობილა და ნაღები. ფორმაში მოათავსეთ დიდი კამა, პამიდორი, მწვანე ხახვი, მოასხით სოუსი და შედგით ღუმელში 200 გრადუსზე 15 წთ. სუფრასთან მიტანის წინ მორთეთ მწვანილით.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

ნიგვზის საწებელი





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი