ვაშლის სუფლე

ვაშლის სუფლე

ძალიან გემრიელი დესერტი თქვენი სტუმრებისთვის!

ინგრედიენტები:

ვაშლის წვენი – 2 ჩ.ჭ.

ლიმონის გახეხილი ცედრა – 2 ს.კ.

შაქარი – 4 ს.კ.

დარიჩინი – 1 მწიკვი

ვაშლი 4 ც.

კვერცხი – 5 ც.

მომზადების წესი:

ვაშლის წვენი შეურიეთ ლიმონის ცედრა, შაქარი და დარიჩინი, წამოადუღეთ, დადგით 1 საათი და გაწურეთ. ვაშლს ამოაჭერით გული, დაჭერით მსხვილად და შეწვით ღუმელში, შემდეგ გახეხეთ. კვერცხის გული ათქვიფეთ, თანდათან შეურიეთ გამზადებული წვენი და გახეხილი ვაშლი. ცალკე კარგად ათქვიფეთ კვერცხის ცილა და ფრთხილად შეურიეთ ვაშლიან მასას. მიღებული მასა ჩაასხით პატარა ფორმებში და შედგით ღუმელში 10 წთ. მიირთვით სიმინდის ბურბუშელასთან ერთად.

 

ვაშლის სუფლე

4 (80%) 2 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

ორცხობილები თხილით





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი