გარნირი ბროკოლით

მასალა:

მომზადება:

დავდგათ ცეცხლზე 2 წყლიანი ქვაბი : ერთი ბროკოლისთვის და 1 სტაფილოსა და ლობიოსთვის. გავრეცხოთ და მოვამზადოთ მწვანილი და ბოსტნეული. მოვათავსოთ ანადუღარ წყალში ლობიო და სტაფილო და ვადუღოთ დაახლოებით 10 წუთი სანამ არ მოუხარშება. ამავე დროს ვხარშავთ მარილიან წყალში ბროკოლს , დაახლოებით 7-10 წუთი მომზადებამდე. მზა ბოსტნეული გადმოვიტანოთ თეფშზე და მოვათავსოთ ყინულიან წყალში ცოტა ხნით (ამით ისინი ინარჩუნებენ თავიანთ ფერს), შემდეგ ბროკოლს მოვაჩრათ თავი და ძირი და 3-4 ნაწილად დავჭრათ. ტაფაზე დავასხათ ზეთი და გავაცხელოთ , ჩავჭყლიტოთ ზეთში ნიორი და დავუზიოთ ცეცხლს. მაშინვე დავაწყოთ ტაფაზე ბოსტნეული , ფრთხილად ვურიოთ და შევწვათ 2-3 წუთი. სანამ ბოსტნეული იხრაკება დავჭრათ ოხრახუში წვრილად. მზა ბოსტნეული გადაგვაქვს ღრმა თეფშზე ვამარილებთ, ვაყრით ოხრახუშს და ლიმონის წვენს, ფრთხილად ვურევთ.

 

გარნირი ბროკოლით

5 (100%) 3 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

კარტოფილის სალათი





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი