ბოსტნეულის სუპი ვერმიშელით

შემადგენლობა:

მომზადება:

ხახვს დავჭრით და ზეთსა და კარაქში ოდნავ მოვთუშავთ. გახეხილ სტაფილოს და დაჭრილ ნახევარ ბულგარულ წიწაკას ხახვთა  ჩავყრით. ნახევარ წიწაკას კი შევინახავთ. ცოტა ხნის შემდეგ ქვაბში პომიდორსაც ჩავამატებთ და ისევ ვთუშავთ. თან ცოტა მდუღარე წყალს დავამატებთ. ნახევარ ბულგარულ წიწაკას დაუჭრელს ჩავაგდებთ. მალევე წამოდუღდება და ამის შემდეგ, დიდ კუბებად დაჭრილ კარტოფილსაც ქვაბში ჩავყრით. მოხარშული  ვერმიშელი ცალკე გვექნება . კარტოფილი უკვე ნახევრად მოხარშული რომ იქნება, ვერმიშელსაც მასთან ჩავყრით. წამოდუღების მერე მწვანილებს, ნიორს, მარილსა და პილპილს დავამატებთ და კიდევ ერთხელ წამოვადუღებთ.

ბოსტნეულის სუპი ვერმიშელით

5 (100%) 2 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

ჭარხალი ტყემლით