წითელი ბულგარული წიწაკა ნიგვზის გულსართით

შემადგენლობა:

მომზადება:

ყურმოჭრილი და თესლგამოცლილი წიწაკა შეწვით ორივე მხრიდან ზეთში,თავღია ტაფაზე, ცეცხლზე დიდხანს არ გააჩეროთ, რომ წიწაკამ სიმკვრივე  შეინარჩუნოს. შემწვარი წიწაკა ერთმანეთზე არ დაალაგოთ.

გულსართი:

ხორსაკეპ მანქანაში გაატარეთ ნიგოზი და ნიორი. ქინძი და ნიახური წვრილად დჭერით. გატარებულ ნიგოზს დაამატეთ ნიორი, მწვანილი,უცხო სუნელი,მარილი,წიწაკა,ძმარი,დაასხით მცირე ულუფებით მდუღარე წყალი და კარგად აურიეთ. უნდა მიიღოთ საშუალო სისქის ნაზავი.

თითოეულ წიწაკას ყუნწის მხრიდან ჩაუდეთ 1 კოვზი ნიგვზის ნაზავი, გააბრტეყელეთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ წიწაკის მარინადი. ამ შემთხვევაში ნიგვზის ნაზავს არ დასჭირდება ნიახური და ძმარი.

წითელი ბულგარული წიწაკა ნიგვზის გულსართით

5 (100%) 1 vote[s]







ამ რეცეპტს აქვს 2 კომენტარი

  1. სახელი*maka says:

    samtnile cicaka rogor gavaketot hesanaxad?

დატოვეთ კომენტარი