შოკოლადის ტორტი ინგლისურად

 

საჭირო მასალა :

1. ცომი:

2. კრემი:

მომზადების წესი:

ცომი:

დაბალ ცეცხლზე, ქვაბში გავადნოთ კარაქი. კარაქი რომ გადნება დავამატოთ შავი ლუდი, შავი მაგარი ყავა და მივიყვანოთ წამოდუღებამდე, საშუალომდე ავუწიოთ ტემპერატურას. სანამ წამოდუღდება მანამდე გავაერთიანოთ გაცრილი ფქვილი, შაქარი, სოდა და მარილი. კვერცხი გავთქვიფოთ, დავამატოთ არაჟანი, ვანილის ექსტრასტი და გავთქვიფოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. წამოდუღებულ მასაში დავამატოთ კაკაო, კარგად გავხსნათ. მიქსერით დაბალ სიჩქარეზე ნელ-ნელა გავაერთიანოთ სამივე ნაწილი. მიღებული მასა თანაბრად გადავანაწილოთ ორ ცალ წინასწარ მომზადებულ ტორტის ფორმაში. ორივე ფორმა შევდგათ წინასწარ 175 ℃-მდე გაცხელებულ ღუმელში 30-35 წთ-ით.

კრემი

ნაღები გავაცხელოთ საშუალო ცეცხლზე, გადმოვდგათ ცეცხლიდან. დავამატოთ შოკოლადი და კარგათ გავთქვიფოთ. შოკოლადი კარგად, რომ გაიხსნება მიღებული მასა შევდგათ მაცივარში 2 სთ-ით.

მომზადებული ბისკვიტი გავაცივოთ და დიდი დანის საშუალებით გავჭრათ ჰორიზონტალურ სიბრტყეში. გაგრილებული კრემი დანის საშვალებით თანაბრად გადავანაწილოთ ბისკვიტზე. დარჩენილი კრემი მოვასხათ ზემოდან და გვერდებზე. გავაფორმოთ შოკოლადის ბურბუშელით და თხლად დაჭრილი ნიგვზით.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

კომშის ჟელე



ამ რეცეპტს აქვს 4 კომენტარი

  1. სახელი*მარი says:

    ლუდი??

  2. სახელი*ანა says:

    შოკოლადი საკონდიტრო? პილების სახით რომ იყიდება ?

დატოვეთ კომენტარი