შოკოლადის ტორტი

შემადგენლობა:

მომზადება:

2 კვერცხისა და 2.5 ჭიქა შაქრის ფხვნილთან ერთად გავაკეთოთ გოგლი-მოგლი, დავამატოთ 4ს.კ კაკაო, 50 გრ გამდნარი კარაქი, 2ჭიქა თბილი რძე და 4ჭიქა ფქვილი. მოვზილოთ ცომი და შევდგათ მაცივარში 40 წუთი. შემდეგ გამოვიღოთ, დავუმატოთ 2 ჩ,კ სოდა-გახსნილი ძმარში,ვანილი,კარგად ავურიოთ და შევდგათ ღუმელში გამოსაცხობად.

კრემისთვის 1 ჭიქა რძეში ავურიოთ 2ს.კ ფქვილი, 1.5 ჭიქა შაქრის ფხვნილი, 3ს.კ კაკაო.დავდგათ ნელ ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე. 300 გრ კარაქი კარგად დავზილოთ და თანდათან შევათქვიფოთ მიღებული გაციებული მასა.

ტორტი გავჭრათ შუაზე,დავამატოთ,წავუსვათ კრემი, დავაფაროთ მეორე ნახევარი,წავუსვათ კრემი და ზემოდან მოვაყაროთ დაფხვნილი შოკოლადი.

შოკოლადის ტორტი

5 (100%) 1 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

ჩიზქეიქი კარამელით



ამ რეცეპტს აქვს 3 კომენტარი

  1. მარი says:

    მაგარია ეს რეცეპტი:D

  2. qeti says:

    ramden gradusze unda gamocxves biskviti?

დატოვეთ კომენტარი