ღვეზელი მოხარშული, დაკეპილი ხორცით

შემადგენლობა:

მომზადება:

საქონლის ხორცის რბილი ნაჭერი მოვხარშოთ, გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. ხახვი წვრილად დავჭრათ, მოვხრაკოთ ზეთში შეწითლებამდე. ჩავაყაროთ დაკეპილი ხორცი და კარგად ავურიოთ. ბულიონში გავხსნათ შავი პილპილი, მარილი და დავასხათ ხორცის სატენს, კარგად მოვშუშოთ და გადმოვდგათ ცეცხლიდან. კვერცხები მაგრადმ ოვხარშოთ, გადავავლოთ ცივი წყალი, გავფცქვნათ, წვრილად დავჭრათ ოხრახუში და ქინძიც ავურიოთ.

ღვეზელის ცომის მომზადების წესი:

 კვერცხები კარგად ავთქვიფოთ, შევურიოთ მაწონი. 1 ჩ.კ საჭმელი სოდა გავხსნათ 1 ს.კ ძმარში და კარგად ავურიოთ. კარაქი დავადნოთ ნელ ცეცხლზე და ოდნავ თბილი დავამატოთ. მოვზილოთ ნაზი ცომი. გავაჩეროთ ერთი-ორი საათი თბილ ადგილას, რომ კარგად გაფუვდეს. გავყოთ ცომი ორ ნაწილად, გავაბრტყელოთ თუნუქის ფურცელზე, ზემოდან დავადოთ ხორცის სატენი, ცომის მეორე ნაწილი გავაბრტყელოთ, დავაფაროთ ხორცის სატენს, ნაპირები შევუკრათ, ზემოდან წავუსვათ კვერცხის გული და შევდგათ გაზქურაში გამოსაცხობად.

ღვეზელი მოხარშული, დაკეპილი ხორცით

2.3 (46.67%) 3 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

პიცა ქათმის ხორცით



ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი