ქათმის და სოკოს სალათი

შემადგენლობა:

მომზადება:

ქათამს მოვხარშვთ და წვრილად  დავძენძავთ. კვერცხები და ბრინჯიც ცალ-ცალკე მოხარშული გვექნება. სოკოს საწურზე გადავწურავთ და წამოვადუღებთ. ამის მერე სოკოს ხახვთან ერთად ტაფაზე დავყრით და მოვთუშავთ. როცა გაცივდება, ხახვსა და სოკოს სასალათე ჭურჭელში გადმოვიღებთ. ბრინჯს, დაჭრილ კვერცხსა და ქათმის ხორცს დავამატებთ. კიტრსაც წვრილად დავჭრით და ჩავყრით ( კიტრის ნაცვლად ანანასის კომპოტის გამოყენებაც შეგიძლიათ). კამასაც წვრილად დავჭრით და პილპილთან და მარილთან ერთად მოვაყრით. მაიონეზს გადავურევთ და სალათი მზად არის.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

მწვანე წიწაკა ზეთით





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი