შემადგენლობა:
მომზადება:
წონით 1 კილოგრამი გასუფთავებული ქათამი დავჭრათ და მოვშუშოთ თავდახურულ ქვაბში. ჩავყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ვხრაკოთ მანამ, სანამ კარგად არ შეწითლდება. ცალკე დანაყილი უნდა გვქონდეს 1ს.კ ხელი სუნელი, 1 ან 1/2 წიწაკა. ნიორი და 1 ჩ.კ მარილი. ამას მივანაყოთ ნიგვზის ნახევარი, მეორე ნახევარი კი დავნაყოთ ნედლ ქინძთან ერთად. ყველაფერი ეს ავლესოთ 1/2 ჩ. ჭ ძმარსა და 1/2 ჩ.ჭ წყალში და დაბასხათ მოხრაკულ ქათმის ხორცს. 5-6 წუთის დუღილის შემდეგ კერძი მზად იქნება. ამ კერძთან კარგია ღომი ან მჭადი.
ცხვრის კატლეტი |
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი