ფორთოხლის ცუკატები შოკოლადით

მასალა: 

მომზადება:

ფორთოხლის ქერქს მოვაცილოთ თეთრი ნაწილები და დავჭრათ მოგრძო ნაჭრებად. ავადუღოთ წყალი, 3-4 წუთი ვხარშოთ დაჭრილი ქერქები, გადავწუროთ და გადავავლოთ ცივი წყალი. ეს პროცედურა გავიმეოროთ კიდევ 2-3 –ჯერ. ქვაბში ჩავასხათ 300 მლ წყალი, გავხსნათ მასში შაქარი, მივიყვანოთ დუღილამდე, სიროფში მოვათავსოთ ფორთოხლის ქერქები და დაბალ ცეცხლზე 30 წუთის განმავლობაში ვხარშოთ. მოხარშული ქერქები გადავაწყოთ პერგამენტის ქაღალდზე და შევაგრილოთ. ორთქლის აბაზანაზე დავადნოთ კარაქი და შოკოლადი. ფორთოხლის ქერქები სათითაოდ ამოვავლოთ შოკოლადის მინანქარში, დავაწყოთ პერგამენტის ქაღალდზე და შეგრილების შემდეგ გავაცივოთ მაცივარში.

შეაფასეთ გვერდი





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი