ტოსკანური პური

შემადგენლობა (მასალა 3 პურისათვის):

მომზადება:

  1. ცაყარეთ ჯამში 1 კგ ფქვილი. შუაში გაუკეთეთ ღრმული და ჩაყარეთ დაქუცმაცებული საფუარი. დაუმატეთ შაქარი, ცოტაოდენი წყალი, დააფარეთ და დადგით 10 წთ.
  2. მოაყარეთ ცოტაოდენი ფქვილი. დაუმატეთ 3/4 ლ ნელთბილი წყალი, მარილი და მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი. დააფარეთ და შედგით მაცივარში 1 ღამით.
  3. გააცხელეთ ღუმელი 250 გრადუსამდე. საცხობ ფირფიტაზე დააფინეთ პერგამენტი. ზილეთ ცომი 5 წთ. შეურიეთ ერთმანეთს მზესუმზირა, დაჭრილი ზეთისხილი, დაჭრილი როზმარინი და ზეითუნის ზეთი. დანაყეთ ბაჰარის მარცვლები.
  4. ცომს შეურიეთ ზეთისხილიანი მასა და ბაჰარი, გაყავით სამად, მიეცით წაგრძელებული ფორმა, დადეთ საცხობ ფირფიტაზე, დააფარეთ და დადგით 1 სთ. გადაუსვით  ცოტაოდენი თბილი წყალი, რამდენჯერმე ჩაჭერით დიაგონალურად და მოაყარეთ დარჩენილი ფქვილი. აცხვეთ 5 წთ. დაიყვანეთ ტემპერატურა 180 გრადუსამდე და აცხვეთ კიდევ 25-30 წთ.

შეაფასეთ გვერდი





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი