ტორტი ” მადონა”

შემადგენლობა:

მომზადება: 

3 კვერცხისა და ჭიქანახევარი შაქრის ფხვნილისგან გავაკეთოთ გოგლი-მოგლი, დავამატოთ 3ს.კ გამდნარი თაფლი, 3ს.კ გამდნარი კარაქი, სოდა-ძმარში გახსნილი,3 ჩ.ჭ ფქვილი და მოვზილოთ ცომი.

წინასწარ თასით ავადუღოთ წყალი, შიგ ჩავდგათ ქვაბი, რომელშიც ზემოაღნიშნული მასაა მოთავსებული და გავაცეროთ 10 წუთი ( ცომი უნდა იყოს წებოვანი). შემდეგ გადმოვიღოთ ფქვილმოყრილ ფიცარზე,კიდევ კარგად დავზილოთ და გავყოთ 8 ნაწილად. თითოეული ნაწილი ცომისა უნდა გამოვაცხოთ ცალ-ცალკე.წავუსვათ კრემი ყველა ფენას,დავალაგოთ ერთმანეთზე,ბოლო ფენასაც წავუსვათ კრემი და მოვაყაროთ დაფხვნილი შემოჭრილი ნაპირები.

კრემისთვის 300 გრ კარაქი კარგად გავთქვიფოთ გათეთრებამდე,შევაზილოთ 1 კოლოფი შესქელებული რძე და ვანილი.

ტორტი ” მადონა”

3.3 (66.67%) 6 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

ჟოლოს ტორტი



ამ რეცეპტს აქვს 1 კომენტარი

  1. ნინო says:

    დალიან კარგი ნამცხვარიაა.მე მიკვარს

დატოვეთ კომენტარი