ტორტი ” თოლია”

შემადგენლობა:

მომზადება:

6 კვერცხის გულითა და ჭიქანახევარი შაქრის ფხვნილით გავაკეთოთ გოგლი-მოგლი. დავამატოთ გამდნარი 300 გრ კარაქი და 200 გრ მარგარინი, ერთი ჩ.კ სოდა-გახსნილი ერთ ს.კ ძმარში, მარილი, ვანილი, დავაყაროთ 5 ჭ ფქვილი და მოვზილოთ ნაზი ცომი.

თუნუქის ფირფიტას დავაფაროთ პერგამნეტის ქაღალდი, წავუსვათ ცხიმი, ცომი მთლიანად მოვათავსოთ ფირფიტაზე და ხელით გავაბრტყელოთ ისე, რომ ფირფიტა მთლიანად შეივსოს. მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი, მოხალული ნიგოზი და ხელის გულით შევურიოთ ცომში. ზემოდან მოვაყაროთ ალუბლის, ღონღოშოს ან შინდის კურკაგამოცლილი მურაბა.

6 ც კვერცხის ცილა დიდხანს ვთქვიფოთ, სანამ ”ღრუბელივით” არ გახდება, შევათქვიფოთ ჭიქანახევარი შაქრის ფხვნილი და გავაგრძელოთ თქვეფა. მიღებული  მასა ტორტის  გასაფორმებელი ფორმით ან კოვზით ლამაზად დავალაგოთ მურაბის ზემოდან და შევდგათ თბილ ღუმელში გამოსაცხობად. როცა ბეზეს ზედაპირი ოდნავ შეწითლდება,ნამცხვარი მზად იქნება.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

ტორტი ‘’ ვიქტორია’’



ამ რეცეპტს აქვს 2 კომენტარი

  1. მეგი says:

    წავა რა.

დატოვეთ კომენტარი