მასალა:
მომზადება:
წვრილად დაერით ხახვი, ნიორი, ნიახურის ძირები, საშუალო ზომაზე – ბადრიჯანი, სოკო, ტკბილი წიწაკა და ყაბაყი. ლორი ჩაჭერით რამდენიმე ადგილას. ტაფაში ჩაასხით ზეითუნის ზეთი და მოშუშეთ ლორი. დაუმატეთ ნიორი, ხახვი, 2 წუთის განმავლობაში შუშეთ. დაუმატეთ ყაბაყი, ბადრიჯანი, სოკო, წიწაკა. დაუმატეთ დაჭრილი პამიდორი და განაგრძეთ შუშვა. შემდეგ დაასხით ცხელი ბულიონი, თავზე დაახურეთ და განაგრძეთ მზადება 15 წუთის განმავლობაში. დაუმატეთ მწვანე ლობიო. საბოლოო მომზადებამდე 5 წუთით ადრე დაუმატეთ პასტა (სასურველია წვრილი სახეობის). გემოვნებით მოაყარეთ მარილი , პილპილი,. წვნიანი გადმოიღეთ თეფშზე, დაუმატეთ პესტოს სოუსი და გახეხილი პარმეზანი.
კარტოფილის კატლეტები არაჟნით |
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი