სოკოს ასორტი უგემრიელესი სალათის მოსამზადებლად!
ინგრედიენტები:
არყა-სოკოს მარინადი – 100 გ.
დუმა-სოკოს მარინადი – 100 გ.
მანჭკვალას მარინადი – 100 გ.
მწვანე ხახვი – 20 გ.
კაპერსი (ჯონჯოლი) – 50 გ.
3%-იანი ძმარი – 1 ს.კ.
ზეთი – 4 ს.კ.
მდოგვი – 1 ჩ.კ.
დაჭრილი კამა – 2 ს.კ.
პილპილი და მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
დიდი სოკოები დაჭერით, პატარები კი დაუჭრელად მოათავსეთ თეფშზე. დაჭერით მწვანე ხახვი და შეურიეთ კაპერსის მარცვლები, დაუმატეთ ძმარი, ზეთი, მდოგვი, პილპილი და მარილი. მდოგვიანი სოუსი მოასხით სოკოს და მოაყარეთ დაჭრილი კამა.
![]() |
ძროხის ფილეს სალათი |
Mmm momowns gemrielia dzannn :**