ჟოლოს ნამცხვარი

შემადგენლობა:
1 მზა შოკოლადიანი ბისკვიტი (სიმაღლე 1-1,5 სმ)
2 ს/კ გარგარის ან ჟოლოს ჯემი
500 გრ ჟოლო
400 გრ ნაზი ხაჭოსებრი ყველი იოგურტით
50 გრ შაქარი
1 ს/კ ჟოლოს სიროფი
1 პაკეტი ჟოლოს პუდინგის ფხვნილი, რომელსაც მოხარშვა არ სჭირდება
200 გრ ნაღები
1 პაკეტი ტორტის წითელი მინანქარი
1/4 ლ წითელი ხილის წვენი
2 ს/კ ქოქოსის ფანტელი

მომზადება:

ბისკვიტი დადეთ ლანგარზე და წაუსვით ჯემი. გაარჩიეთ ჟოლო.
აურიეთ ერთმანეთში ხაჭოსებრი ყველი, შაქარი, ჟოლოს სიროფი და პუდინგის ფხვნილი. ათქვიფეთ ნაღები გამაგრებამდე და დაუმატეთ ყველიანი მასა.
მიღებული კრემი გაანაწილეთ ბისკვიტზე და მართეთ ჟოლოთი.
მოამზადეთ ტორტის მინანქარი ხილის წვენით პაკეტზე მითითებული რეცეპტის მიხედვით და თანაბრად გაანაწილეთ ჟოლოზე. ნამცხვრის გვერდები მორთეთ ქოქოსის ფანტელით.

ჟოლოს ნამცხვარი

1 (20%) 1 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

მოცვის ღვეზელი



ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი