პასკა კონიაკით და ცუკატებით

შემადგენლობა:

მომზადება:

პასკის 4 ცალ საშუალო ზომის ფორმას ძირში ჩავუფინოთ ქაღალდი და წავუსვათ ცხიმი. რძე შევათბოთ

და შევურიოთ 1 ს.კ შაქარი და მარილი.

თასში ჩავყაროთ საფუარში არეული ცოტაოდენი ფქვილი, დავასხათ რძე და მოვურიოთ. ვამატოთ

ფქვილი, სანამ სქელი არაჟნის სისქის მასას არ მივღებთ. გადავაფროთ ტილო და

თბილად დავდგათ 15 წთ. ამასობაში კარაქი და შაქარი გავთქვიფოთ, დავუმატოთ კვერცხი, კონიაკი,

ნაღები და სანელებლები.

როცა ცომის ხაში აფუვდება, შევურიოთ კვერცხისა და კარაქის მასა და დავუმატოთ ფქვილი. უნდა

მივიღოთ ნაზი და ამასთან შეკრული ცომი. ვზილოთ დიდი ხნის განმავლობაში. თავიდან ცომი

ოდნავ უნდა ეკრობოდეს ხელს, თუმცა ზელისას ნელ-ნელა მიიღებს სასურველ კონსისტენციას

და აღარ მიგეკრობათ. ამიტომ ფქვილი მცირე ულუფებით ვამატოთ.

ცომი ჩავდოთ თასში, გადავაფაროთ ჩაის ტილო და დავდგათ ასაფუებლად. მესამედ აფუების შემდეგ

ცომს დავუმატოთ ცუკატები და ჩავდოთ ქაღალდჩაფენილ, ცხიმწასმულ ფორმებში 2/3 სიმაღლეზე.

დავდგათ თბილ ადგილას.

როდესაც ცომი ფორმებში აფუვდება, ზემოდან მოვაყაროთ ცუკაები და სეზამის მარცვლები. გამოვაცხოთ

190 გრადუსე გახურებულ ღუმელში.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

აჯაფსანდალი