მასალა:
მომზადების წესი:
საშუალო ჯამში ჩაასხით 1 ჭიქა ცხიმიანი ნაღები და დაუმატეთ ნახევარი კოვზი ჟელატინი. აცადეთ ჟელატინს 5 წუთი და შემდეგ ათქვიფეთ იგი ნაღებში, დადგით საშუალო ცეცხლზე, ურიეთ ნელ-ნელა სანამ არ გაცხელდება ნაღები და ჟელატინი არ შეერევა მას, შემდეგ დარჩენილი ნაღებიც ჩაასხით და დაუმატეთ შაქარი, ურიეთ სანამ შაქარი არ გადნება. დაუმატეთ კეფირი, ურიეთ დიდხანს მაგრამ არ მიიყვანოთ ადუღებამდე, როდესაც მასა გახდება ცხელი გადმოდგით ცეცხლიდან და დაუმატეთ ვანილი. გაანაწილეთ პანა კოტა ჭიქებში, როდესაც ჭიქის ზედაპირზე გაჩნდება ბუშტები მათში ჩაარჭეთ კბილის საწმენდი ჩხირი და შედგით ჭიქები საყინულეში დაახლოებით 4 საათის განმავლობაში.
სანამ მიირთმევთ დესერტს, უნდა მოვამზადოთ დოპინგი : გაწმინდეთ და გარეცხეთ ფორთოხალი და გრეიფრუტი, მოათავსეთ ხილი ღრმა ჯამში, დაუმატეთ თაფლი და წვრილად დაჭრილი პიტნა, აურიეთ ერთმანეთში და გაანაწილეთ ჭიქებზე ზემოდან.
შოკოლადის ძეხვი |
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი