ნიგვზის საწებელი

შემადგენლობა:

მომზადება:

კარგად დავნაყოთ ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, მარილი, წიწაკა და ყვითელი ყვავილი, ჩავანაყოთ ნიორი და ნიგოზი. კარგად დანაყილი მასალა ამოვიღოთ როდინიდან და შევზილოთ, გამოვწუროთ ზეთი. ეს ზეთი დავასხათ ცალკე ლამბაქზე. ხოლო დარჩენილი მასალა კი, ისევ ჩავდოთ როდინში და ჩავნაყოთ დაჭრილი ხახვი. შემდეგ ყოველივე ეს ამოვიღოთ როდინიდან, გავხსნათ ერთ ჩაის ჭიქა ანადუღარ ცივ წყალში და დავმატოთ ძმარი იმ რაოდენობით, როგორი სიმჟავისაც გვინდა. ზემოდან მოვასხათ გამოხდილი ნიგვზის ზეთი და მივიტანოთ სუფრასთან.

 

 

 

 

 

 

 

 

 

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

ბრინჯის სალათი ზეთისხილი





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი