ნამცხვარი ვაშლით

შემადგენლობა:

მომზადება: 

ოთხი ცალი კვერცხი მთლიანად კარგად ავთქვიფოთ 2 ჩ.ჭ შაქრის ფხვნილთან ერად, დავუმატოთ 200 გრ კარაქი, ერთი ქილა მაწონი, სოდა, ძმარი, შევაზილოოთ იმდენი ფქვილი, რომ მივიღოთ ფაფუკი ცომი. ცოტაოდენი ცომი მოვათავსოთ ტორტის მოსართავ პარკში, დანარჩენი ცხიმწასმულ ცივ ყალიბში და გავაბრტყელოთ ფქვილიანი ხელით. შემდეგ წავუსვათ ვაშლის პიურე, ზემოდან მოვრთოთ პარკში მოთავსებული ცომით და შევდგათ გაზქურაში გამოსაცხობად.

პიურე მოვამზადოთ შემდეგნაირად: 6-7 ც ვაშლი გავთალოთ, დავჭრათ წვრილად, მოვათავსოთ ქვაბში, დავასხა 0.5 ჩ.ჭ წყალი, როცა ჩაიშუშება, კარგად ჩავსრისოთ ხის კოვზით. დავამატოთ შაქარი გემოვნებით და დავდგათ ნელ ცეცხლზე 15 წუთის განმავლობაში. კარგად რომ შესქელდება და ქარვის ფერს მიიღებს, გადმოვდგათ, დავამატოთ ცოტა ვანილი, გავაციოთ და ისე გამოვიყენოთ.

ნამცხვარი ვაშლით

5 (100%) 1 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

ნუშის კექსი შოკოლადით



ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი