ნამცხვარი ” ვარდი”

შემადგენლობა:

მომზადება:

ქიშმიში რომში დაალბეთ, დააფარეთ და დადგით ცოტა ხნით. ფქვილი მოათავსეთ ჯამში და შუაში ჩააარღმავეთ. 5 ს.კ რძეში გახსენით დაქუცმაცებული საფუარი და 1 ჩ.კ შაქარი, მიღებული მასა ჩაასხით ღრმულში, ოდნავ მოურიეთ და დადგით 20 წთ. კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ. ცომს შეურიეთ კვერცხის გული, დარჩენილი რძე, შაქარი, შაქრიანი ვანილი, 2 მწიკვი მარილი, ლიმონის ცედრა, კარაქი და კარგად მოზილეთ. დააფარეთ და დადგით 40 წთ. მარციპანი და კვერცხის ცილა ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დაუმატეთ შაქარი, ნუში, სანელებლები და ქიშმიში. გააბრტყელეთ ცომი, მიეცით 1/2 სმ სისქის მართკუთხედის ფორმა, წაუსვით ბეზე და სიგრძეზე გადაახვიეთ. გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსამდე.ფორმას წაუსვით ცხიმი და მოაყარეთ დაფხვნილი ორცხობილა. გადახვეული ცომი დაჭერით 14 ნაწილად. მიღებული ნაჭრები წრიულად ჩააწყვეთ ფორმში. დააფარეთ და დადგით 20 წთ.შედგით ღუმელში დააცხვეთ 55 წთ. შეათბეთ გარგარის ჯემი და ფუნჯით წაუსვით ნამცხვარს ან მოაყარეთ შაქრის პუდრა.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

ბომბოლონი ლიმონის კრემით



ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი