მსხლის მურაბა

შემადგენლობა:

მომზადება:

მაგარი, მაგრამ წყლიანი მსხალი გავთალოთ და დავჭრათ პატარა ბრტყელ ნაჭრებად. მსხლის ნაჭრები ავწონოთ, დავყაროთ სამურაბე ჯამზე, დავასხათ ცივი წყალი და ვხარშოთ მანამ, სანამ ნახევრად არ დარბილდება. შემდეგ გადმოვასხათ მსხლის ნახარში წყალი. ამ წყალში ჩავყაროთ იმდენი შაქარი, რამდენსაც იწონიდა მსხლის ნაჭრები. სიროფი ვადუღოთ 10-15წუთს და დავასხათ ნახევრად მოხარშულ მსხალს. რამდენიმე საათის შემდეგ შევდგათ ცეცხლზე და ვხარშოთ როგორც ჩვეულებრივი მურაბა, თან ჩავახარშოთ მიხაკის მარცვლები ან ვანილი. მურაბა ჩავასხათ ქილებში. რამდენიმე დღის შემდეგ სიროფი გადმოვწუროთ და ვადუღოთ, სანამ ის საკმაოდ არ გასქელდება. შემდეგ გავაცივოთ და დავასხათ ქილებში ჩაწყობილ მსხლის ნაჭრებს.

მსხლის მურაბა

3.9 (77.5%) 8 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

ვაშლატამას მურაბა





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი