მაყვლის ნამცხვარი ნიგვზით

შემადგენლობა:

მომზადება:

  1.    125 გ კარაქის, 125 გ შაქრის, 1 მწიკვი მარილის, კვერცხის გულისა და 250 გ ფქვილისაგან მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი. ფორმას წაუსვით კარაქი. ცომი ჩადეთ პარკში, თხლად გააბრტყელეთ, სემდეგ მოათავსეთ ფორმაში და გაუკეთეთ 2სმ სიმაღლის გვერდები. შედგით მაცივარში 2 სთ.
  2. გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსამდე. ცომის ძირი დაჩხვლიტეთ ჩანგლით, დააფინეთ ალუმინის ფოლგა, ზემოდან მოაყარეთ 250 გ ლობიო და აცხვეთ 15 წთ. მოაშორეთ ლობიო და ფოლგა.
  3.  მაყვალს წყალი გადაავლეთ და დაყარეთ საწურზე. შეინახეთ რამდენიმე ნიგვზის ლებანი, დანარჩენი ნიგოზი კი დაფქვით. გამომცხვარ ფენას მოაყარეთ 3ს.კ დაფქული ნიგოზი, 75 გ შაქარი, 75 გ კარაქი, ლიმონის ცედრა,2 მთლიანი კვერცხი და 3ს.კ ფქვილი ათქვიფეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე. დაუმატეთ დარჩენილი დაფქული ნიგოზი.        
  4.         ნიგვზიანი მასა დაასხით გამომცხვარ ფენაზე და ზედ მაყვალი მოაწყვეთ. აცხვეთ 25-30 წთ. გაგრილებული ნამცხვარი მორთეთ ნიგვზის ლებნებით. მიირთვით ათქვეფილ ნაღებთან ერთად.

შეაფასეთ გვერდი





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი