მარწყვის ტორტი

შემადგენლობა:

ცომისთვის:

კრემისთვის:

ბეზესთვის:

მომზადება:

ცომის მოსამზადებლად კვერცხის ცილა ავთქვიფოთ სქელი ქაფის მიღებამდე, თანდათანობით დავუმატოთ შაქრის ფხვნილის ნახევარი. კვერცხის  გული ავთქვიფოთ დანარჩენ შაქრის ფხვნილთან ერთად და დავუმატოთ ცილას. გაცრილ ფქვილს ავურიოთ სახამებელი, ვანილი, თანდათან კოვზით დავუმატოთ კვერცხის მასას და ავურიოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ტაფაში ჩავფინოთ ცხიმწასმული ქაღალდი, შიგ ცომი ჩავასხათ და გამოვაცხოთ 40-45 წუთი 180 გრადუსზე. ბისკვიტი გავაციოთ და გავყოთ 2 ფენად.

კრემის მოსამზადებლად კვერცხის ცილა ავთქვიფოთ აქაფებამდე, დავუმატოთ შაქრის ფხვნილის ერთი ნაწილი, მეორე ნაწილი ავთქვიფოთ არაჟანთან ერთად და ორივე მასა ავურიოთ ერთმანეთს, დავუმატოთ ვანილი. ბისკვიტის პირველ ფენას წავუსვათ კრემი, დავაწყოთ დაჭრილი მარწყვი, კვლავ კრემი წავუსვათ და ზემოდან დავადოთ მეორე ფენა, ტორტს ზემოდან კრემი წავუსვათ და 1-2 საათით შევდოთ მაცივარში. კვერცხის ცილა ავთქვიფოთ შემაგრებამდე, დავუმატთ შაქრის ფხვნილი და ვანილი. ტორტი მოვრთოთ ბეზეთი, დაჭრილი მარწყვით და პიტნით.

მარწყვის ტორტი

3.8 (76.36%) 22 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

ყავის ტორტი





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი