მაკარონი ფარშით

მაკარონი ფარშით

მოამზადეთ მაკარონი განსხვავებული წესით!

ინგრედიენტები:

ხორცის ფარში – 300 გ.

ხახვი – 1 თავი

ზეთი – 2 ს.კ.

ტომატ-პასტა – 2 ს.კ.

ხორცის ბულიონი – 1/2 ჩ.ჭ.

ფქვილი – 1 ს.კ.

მაკარონი – 150 გ.

კარაქი – 3 ს.კ.

ლორი – 80 გ.

დაფხვნილი ორცხობილა – 2 ს.კ.

მაიორანი – 1/2 ჩ.კ.

პილპილი და მარილი გემოვნებით

ცხიმი ფორმისთვის

მომზადების წესი:

ფარშს შეურიეთ დაჭრილი ხახვი და სანელებლები, მოშუშეთ ზეთში, დაუმატეთ მოშუშული ტომატ-პასტა, ბულიონი და შუშეთ 15 წთ. გაზქურიდან გადმოდგმამდე ცოტა ხნით ადრე შეურიეთ მოხალული ფქვილი. მაკარონი მოხარშეთ 1 ლ. მარილწყალში, გადაუწურეთ წყალი, შეურიეთ კარაქი და გრძლად დაჭრილი ლორი. ცხიმწასმულ ფორმაში ფენებად ჩააწყვეთ ლორიანი მაკარონი და მოშუშული ფარში. ზემოდან მოასხით გამდნარი კარაქი, მოაყარეთ დაფხვნილი ორცხობილა და შედგით ღუმელში 40 წთ. სუფრასთან მიტანის წინ დაჭერით და მოასხით გამდნარი კარაქი.

 

მაკარონი ფარშით

5 (100%) 1 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

ბრინჯის პუდინგი მარტივად



ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი