მაკარონის სალათი ბოსტნეულით

შემადგენლობა:

მომზადება:

დიდი ზომის ქვაბში ჩაასხით ოდნავ მარილიანი წყალი და აადუღეთ. ჩაყარეთ მაკარონი და ხარშეთ მაკარონის დარბილებამდე, დაახლოებით 8 წუთის განმავლობაში. გადაწურეთ მომზადებული მაკარონი და გადაავლეთ ცივი წყალი. სანამ მაკარონი იხარშება, გახეხეთ სტაფილო; თხლად დაჭერით ხახვი; მოაცალეთ ბულგარულ წიწაკებს თესლი და დაჭერით. დაჭერით იმდენი ნიახური, რომ 1 ჭიქა გამოგივიდეთ. მოათავსეთ ეს ყველაფერი დიდი ზომის თასში და ხის კოვზის გამოყენებით მსუბუქად შეურიეთ. დაუმატეთ მაიონეზი, შედედებული რძე, შაქარი, ძმარი და შეურიეთ. გემოვნებისამებრ მოაყარეთ მარილი და წიწაკა.  ჩაუმატეთ მოხარშული მაკარონი და ნაზად შეურიეთ. არომატების საუკეთესო სინთეზისთვის, შეფუთეთ თასი კულინარიული ცელოფნით, შედეთ სალათი მაცივარში და იქ მთელი ღამით დატოვეთ. მაგიდასთან მიტანამდე ისევ აურიეთ.

მაკარონის სალათი ბოსტნეულით

3.3 (66.67%) 3 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

ბრინჯის სალათი





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი