ლაიფციგური ტარტალეტი

შემადგენლობა:

შიგთავსისთვის: 

მომზადება: 

ორი  კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ. შეურიეთ ერთმანეთს ფქვილი, კარაქი , შაქარი და კვერცხის გული. დაუმატეთ 1 მწიკვი მარილი და ლიმონის ცედრა. მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი, გაახვიეთ ფოლგაში და შედეთ მაცივარში.შიგთავსისთვის კარაქს დაუმატეთ შქრის პუდრა და ურიეთ კრემისებრი მასის მიღებამდე. თანდათნ შეურიეთ ნუში,  ნუშის ესენცია, ლიქიორი და ფქვილი. გააცალკევეთ დარჩენილი კვერცხის ცილა და გული. სამივე კვერცხის ცილა შაქართან ერთად ათქვიფეთ გამაგრებამდე და შეურიეთ ნუშის მასას.გააბრტყელეთ ცომი დაახლოებით 1/2 სმ-ის სისქეზე. გაყავით 8 -10 ნაწილად. ტარტალეტის ფორმებს თხლად წაუსვით ცხიმი. ცომი დააფინეთ ფორმებში, მოაჭერით ზედმეტი ნაწილები და ჩანგლით დაჩხლიტეთ. გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსამდე.შეათბეთ გარგარის ჯემი და 2/3 წასუვით ფორმებში მოთავსებულ ცომს. შემდეგ მოასხით ნუშიანი მასა და გადაასწორეთ. დარჩენილი ცომისგან გამოჭერით ხელი, 1-2 სმ სიგანის ზოლები. თითო ნამცხვარზე ჯვარედინად დააწყვეთ 2 ზოლი და კიდეებთან დააწექით. ნამხვრებს ზემოდან გადაუსვით დარჩენილი კვერცხის გული.შედგით ნამცხვარი ღუმელში და აცხვეთ 35-40 წთ. სანამ ზედაპირი ოქროსფერი არ ახდება. გააგრილეთ და წაუსვით დარჩენილი გარგარის ჯემი. ამ ნამცხვარს ძალიან უხდება ხილის იოგურტი, ახალი კენკრა ან ათქვეფილი ნაღები.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

ისპანახის ღვეზელი





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი