კარამელიზებული ბანანი და ვაშლი

მასალა:
მომზადების წესი :

2 ვაშლი გათალეთ, გაჭერით შუაზე, ამოაჭერით გული და თითო ნაწილი 4 ნაწილად დაანაწევრეთ, თანაბარ ზომებად. აიღეთ ბანანი, გაფცქვენით და 3-4 მლ ზომის ნაჭრებად დაჭერით. დროებით გადადეთ ვაშლი და ბანანი.
თასში აურიეთ 25 გრ ხორვლის ფქვილი, 25 გრ სიმინდის ფქვილი, 2 ცალი კვერცხი, 1 სადილის კოვზი მცენარეული ზეთი. ათქვიფეთ, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. ამ მასას კლიარი ჰქვია.
ხილის თითეული ნაჭერი ხის ჩხირებზე ჩამოაცვით. ასე შეწვის პროცესს გაადვილებთ, შეგიძლიათ ჩხირის გამივრად ჩანგალი გამოიყენოთ. თითეული ნაჭერი, რომელიც ჩამოცმულია ჩხირზე, ამოავლეთ კლიარით სავეს თასში. კარგად აცადეთ, რომ დაიწრიტოს ხილიდან კლიარი, რადგან ზედმეტი ცომი შეწვისას მხოლოდ ხელს შეუშლის.
პატარა ქვაბში ჩაასხით 500 მლ მცენარეული ზეთი და დადგით ცეცხლზე. ჩხირებზე ჩამოცმული ცომიანი (კლიარიანი) ხილი ჩადეთ ცხელ ზეთში, ნელ ცეცხლზე რამდენიმე წუთი შეწვით, სანამ კლიარი ოქროსფერი არ გახდება.
შემწვარი ხილი ქვაბიდან ამოიღეთ და საშრობ ქაღალდზე გადაიტანეთ, რომ ზედმეტი ცხიმისგან დაიწრიტოს.

პატარა ქვაბში ჩაყარეთ 200 გრ შაქარი, 2 სადილის კოვზი ქუნჯუთის მარცვლები (ან ნიგვზის ან ნუშის) და ჩაასხით 2 სადილის კოვზი მცენარეული ზეთი. ნედლი მარცვლები აუცილებელია რადგან მან კარამელში ოქროსფერი უნდა მიიღოს. ქვაბი იქამდე გააცხელეთ სანამ ოქროსფერს არ მიიღებს კარამელი, ქვაბი საშუალო ცეცხლზე უნდა იდგეს, განუწყვეტლივ ურიეთ, რომ კიდეებზე შაქარი არ მიიწვას. შემდეგ კი ცეცხლს მინიმუმადე დაუწიეთ.
მომაზადეთ ყინულიანი წყალი თასში.
ქვაბში მომზადებულ კარამელში, რომელიც ძალიან დაბალ ცეცხლზე დგას, კლიარში სათითაულოდ ამოვლებული, შემწვარი ხილი ჩააწყვეთ და კოვზის დახმარებით ყოველი მხრიდან კარამელით დაფარეთ. თუ შეამჩნევთ, რომ კარამელი შეიძლება დაიწვას, გადმოგდგით ცეცხლიდან და ისე გააგრძელეთ კარამელიზირება.კარამელში ამოვლებული ხილი უცებ ჩადეთ ყინულიან წყალში და 1-2 წთ გააცერეთ, რომ კარგად გამაგრდეს. ჩხირები გამოაცალეთ, დაალაგეთ თეფშზე და გასაფორმებლად პიტნის ფოთლები დაადეთ.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

ალფახორები





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი