კალმახის კატლეტები

შემადგენლობა:

მომზადება:

კალმახი გავასუფთავოთ, კარგად გავრეცხოთ, გავამშრალოთ  და ორჯერ გავატაროთ ხორცსაკეპ მანაქანაში. დავუმატოთ კვერცხი, დაფქვილი მუსკატის კაკალი, მარილი, ნიორი, პილპილი და კარგად გადავურიოთ, მიღებული ფარშით გავაკეთოთ კატლეტები და შევწვათ ცხიმში. გარნირის მოსამზადებლად,ხახვი დავჭრათ წვრილად, მოვხრაკოთ ცოტაოდენ ცხიმში, დავუმატოთ ტომატი და წინასწარ მოხალული ფქვილი, რომელიც ყავისფერი შეფერილობის უნდა იყოს. დავტოვოთ ნელ ცეცხლზე 2-3 წუთის განმავლობაში. შემწვარ კალმახის კატლეტებს მოვასხათ გამზადებული გარნირი და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ტარხუნა .

კალმახის კატლეტები

3.8 (75%) 4 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

კუბდარი თევზის შიგთავსით



ამ რეცეპტს აქვს 3 კომენტარი

  1. ნათია* says:

    კალმახს ძვლების გამოცლა არ უნდა?

დატოვეთ კომენტარი