კალმარები ნივრიან კარაქში და ოხრახუშში

შემადგენლობა:

მომზადება:

თუ კალმარი გაყინულია, გავალღვოთ, გავრეცხოთ და ზედმეტი წყალი გადავწუროთ, დავჭრათ რგოლებად. ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი და კარაქი ერთად, დავაყაროთ კალმარები და სწრაფ ცეცხლზე ვშუშოთ 2-3 წუთი. პერიოდულად ტაფა შევანჯღრიოთ და მოვურიოთ, რომ ყველა მხრიდან მოიშუშოს. დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ნიორი, მაევე დავასხათ ღვინო და განვაგრძოთ მზადება ისევ მაღალ ცეცხლზე. ღვინო რომ აორთქლდება, დავუმატოთ ძალიან წვრილად დაჭრილი ოხრახუში 2/3/

დაახლოებით 1 წუთში დავუმატოთ დარჩენილი ოხრახუში, მარილი და პილპილი. გადმოვიღოთ თეფშზე, მოვასხათ ლიმონის წვენი და მივიტანოთ სუფრაზე.

შეაფასეთ გვერდი





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი