ვარია მეგრულად

შემადგენლობა:

მომზადება:

შევარჩიოთ მოზრდილი ვარია, დავჭრათ ნაჭრებად,მოვაყაროთ მარილი,წითელი წიწაკა, ავურიოთ და

მოვათავსოთ ფართო, დაბალ ქვაბში,ჩავუამტოთ კარაქი, დავახუროთ თავსახური და მოვშუშოთ, სანამ არ

შეწითლდება. დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი, კარგდ მოვურიოთმ დავახუროთ სახურავი

და გავაგრძელოთ შუშვა. როცა ხახვი კარგად დარბილდება, დავამატოთ მოხარშული და საცერზე გატარებული

ახალი ტყემალი. შევაზავოთ სხვადასხვა მწვანილებით ( ქინძი,კამა, ოხრახუში, ხმელი სუნელი), მარილით.

ბოლოს მდუღარეში ჩავამატოთ წმინდად დანაყილი, წყალში გახსნილი ნიგოზი. ერთხელ წამოდუღების შემდეგ

გადმოვდგათ ცეცხლიდან და შევურიოთ კვერცხის გული, კარგად ავურიოთ, რომ არ აიჭრას.

სუფრაზე მივიტანოთ ლანგრით, ზევიდან მოვაყაროთ წვრილაად დაჭრილი ოხრახუში.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

წიწიბურა ყველით





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი