გუფთა ცხვრის ხორცით

შემადგენლობა:

მომზადება:

ცხვრის ხორცი გავაცალკევოთ ძვლისგან. ძვლებით მოვხარშოთ ბულიონი,რბილი ხორცი კი ორჯერ გავატაროთ

ხორცსაკეპ მანქნაში. დავუმატოთ ათქვეფილი კვერცხის ნახევარი, მარილი,შავი პილპილი,წვრილად დაჭრილი

ხახვის ნახევარი,ოხრახუში, კარგად გადავურიოთ ერთმანეთში და გავაკეთოთ ხორცის ბურთულები. ბულიონი

გავწუროთ დოლბანდში, ავადუღოთ და ჩავაწყოთ ხორცის ბურთულები, დავუმატოთ გარჩეული და გარეცხილი

ბრინჯი, კარაქში მოხრაკული ხახვი, დაჭრილი ტარხუნა და დავტოვოთ ცეცხლზე ხორცის მოხარშვამდე. როცა

კერძი გამზადდება, დარჩენილ ათქვეფილ კვერცხს დავუმატოთ ცოტაოდენი წყალი, ჩავასხათ გუფთაში,

განუწყვეტლივ ვურიოთ და წამოვადუღოთ.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

ომლეტი ლორით



ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი