გულებიანი ტორტი

შოკოლადიანი ნაღებისთვის : 

ცომისთვის : 

მოსართავად: 

მომზადება:

  1. ნაღები გაათბეთ პატარა ჯამში. დატეხეთ შოკოლადი, ცაყარეთ ნაღებში და გაადნეთ ისე, რომ ნაღები მხოლოდ შეათბოთ, დუღილამდე არ მიიყვანოთ, თან ურიეთ. შედგით შოკოლადიანი ნაღები მაცივარში მინიმუმ 2სთ.
  2. გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსამდე. ფორმას წასუვით ცხიმი. ცომისთვის შეათბეთ ნაღები და შიგ გაადნეთ შოკოლადი. კარაქი  ცალკე გაადნეთ პატარა ჯამში.
  3. კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ. ცილა ათქვიფეთ გამაგრებამდე. კვერცხის გული შაქართან და კარაქთან ერთად ათქვიფეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე, დაუმატეთ ცომისთვის მომზადებული  ნაღებში გამდნარი შოკოლადი, ფქვილი, ურიეთ ცოტა ხანს, ჩაასხით ფორმაში, აცხვეთ 40-45 წთ. და გააგრილეთ.
  4. შოკოლადის ფილებისგან გამოჭერით გულები და შედეთ მაცივარში. შოკოლადიანი ნაღები ათქვიფეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე. ნამცხვარი ამოატრიალეთ, რომ ამობურცული მხარე ქვემოთ მოექცეს და წაუსივთ შოკოლადიანი ნაღები. მორთეთ შოკოლადის გულებით. სურვილისამებრ მოაყარეთ შაქრის პუდრა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

შეაფასეთ გვერდი





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი