ბულგარული წიწაკა ბრინჯით

შემადგენლობა:

  • ბულგარული წიწაკა – 2 კგ.
  • ბრინჯი – 3 ჩაის ჭიქა
  • ხახვი – 3-4 თავი
  • უცხო სუნელი, ხმელი ქინძი – თითო ჩაის კოვზი
  • მარილი, წიწაკა, შავი პილპილი – გემოვნებით
  • პამიდორი – 1 კგ. ან ტომატი – 2 სუფრის კოვზი
  • ზეთი – 1 ჩაის ჭიქა

მომზადება:

ბულგარულ წიწაკას მოაჭერით ყუნწი და ამოიღეთ რბილობი. წვრილად დაჭრილი ხახვი მოშუშეთ ზეთში, შეურიეთ ნახევრად მოხარშული ბრინჯი და მსხვილ სახეხზე გახეხილი პამიდორი (ან წყალში გახსნილი ტომატი). შეაზავეთ უცხო სუნელით, ხმელი ქინძით, მარილით, წიწაკით და შავი პილპილით.

ბულგარული წიწაკა კარგად გატენეთ ამ გულსართით და ფენებად მოათავსეთ ქვაბში (თავებით ზემოთ). მოასხით ცოტაოდენი ზეთი და გახეხილი პამიდორი (პამიდვრის ნაცვლად შეგიძლიათ იხმაროთ ტომატი). დაუმატეთ მარილით განზავებული ცხელი წყალი იმდენი, რომ დაიფაროს და ადუღეთ ნელ ცეცხლზე ბრინჯის მოხარშვამდე.

 

 

 

ბულგარული წიწაკა ბრინჯით

4.1 (82.5%) 8 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

ლეღვის მურაბა



ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი